არაგადამდებ დაავადებებთან (აგდ) დაკავშირებული საკითხების ეფექტური ადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გასაძლიერებლად და მასმედიასთან აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობად, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის ორგანიზებით, 30 ნოემბერი-1 დეკემბერს ჩატარდა ერთობლივი ტრენინგ-სემინარი აგდ ადვოკატებისა და მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
სემინარი ფოკუსირებული იყო აგდ-ის საკითხის აქტუალურობაზე, მედია ადვოკატირების მნიშვნელობაზე, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებასა და ერთიანი გეგმების შედგენაზე. აღნიშნულმა სემინარმა ხელი შეუწყო მონაწილეთა უნარების გაძლიერებას, გავლენა მოახდინონ პოლიტიკის შემუშავებლებსა და საზოგადოებრივ აზრზე, გააუმჯობესა თანამშრომლობა აგდ ადვოკატებსა და ჟურნალისტებს შორის, რასაც შეიძლება გააჩნდეს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეფექტი.