თუ თქვენ ხართ დიაბეტის მქონე ბავშვი ან ამ მშვენიერი ბავშვების მშობელი, გაქვთ შანსი გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა და გახდეთ მაგალითი სხვებისთვის! კონკურსის მიზანია: დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება. რას ვეძებთ? მოკლე, შთამბეჭდავ და ინფორმაციულ ვიდეოებს, რომლებიც: • ასახავს დიაბეტთან ცხოვრების გამოცდილებას • შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც სხვა ბავშვებს ან მშობლებს დაეხმარება • ხალისიანი და სასარგებლო ფორმატით მიაწვდის მაყურებელს ინფორმაციას ვიდეოს ძირითადი მოთხოვნები: • ვიდეოს ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 2-3 წუთი • შინაარსი: საგანმანათლებლო და მოტივაციური • ფორმატი: ჰორიზონტალური ვიდეო (მობილური ან კამერის გამოყენებით) როგორ უნდა გაიგზავნოს…
Read MoreAuthor: admin
მედია ადვოკატირების ტრენინგი
არაგადამდებ დაავადებებთან (აგდ) დაკავშირებული საკითხების ეფექტური ადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გასაძლიერებლად და მასმედიასთან აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობად, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის ორგანიზებით, 30 ნოემბერი-1 დეკემბერს ჩატარდა ერთობლივი ტრენინგ-სემინარი აგდ ადვოკატებისა და მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. სემინარი ფოკუსირებული იყო აგდ-ის საკითხის აქტუალურობაზე, მედია ადვოკატირების მნიშვნელობაზე, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებასა და ერთიანი გეგმების შედგენაზე. აღნიშნულმა სემინარმა ხელი შეუწყო მონაწილეთა უნარების გაძლიერებას, გავლენა მოახდინონ პოლიტიკის შემუშავებლებსა და საზოგადოებრივ აზრზე, გააუმჯობესა თანამშრომლობა აგდ ადვოკატებსა და ჟურნალისტებს შორის, რასაც შეიძლება გააჩნდეს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეფექტი.
Read Moreპოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ჩაატარა ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“, რომელსაც დაესწრნენ ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად. ფორუმი იყო პირველი მასშტაბური, მრავალსექტორული ღონისძიება საქართველოში სიმსუქნის საკითხებზე. დამსწრეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში სიმსუქნის ტვირთს და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას.
Read More“არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ადვოკატირების ეროვნული დღის წესრიგი”: პროექტის გახსნითი შეხვედრა
2024 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა პროექტის “არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ადვოკატირების ეროვნული დღის წესრიგი“ გახსნითი შეხვედრა. პროექტი დაფინანსებულია არაგადამდებ დაავადებათა ალიანსის (NCD Alliance) მიერ და მას ახორციელებს ‘საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი’. პროექტის ძირითადი მიზანია არაგადამდებ დაავადებათა ადვოკატირების ეროვნული დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოში ქრონიკულ დაავადებათა მქონე პირების საჭიროებებს და შემუშავდება დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით.
Read Moreთამბაქოს კონტროლის კანონის გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე
სტატიის ნახვა
Read Moreდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პასუხი
სტატიის ნახვა
Read Moreრატომ არის მნიშვნელოვანი ტაქსებში მოწევის აკრძალვა
დაავადებათა კონტროლისა დ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის განცხადება
თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, თავიდან აცილებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 7 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1.2 მილიონი პასიური მწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და სიკვდილის ყოველი 8 ძირითადი მიზეზიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან; თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 12%; საქართველოში ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს. თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და დიაბეტის ძირითადი რისკ-ფაქტორია; იგი მნიშვნელოვნად ამწვავებს ასთმის შეტევებს ბავშვებში. ამ დაავადებებს უკავშირდება სიკვდილის…
Read Moreთამბაქოს ინდუსტრია და ე.წ. „თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია“
მითი და სინამდვილე პრაქტიკული სახელმძღვანელო გადაწყვეტილების მიმღები და პოლიტიკის შემქმნელი პირებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტზე დამოკიდებულთათვის საქართველომ 2017 წლის 17 მაისს „თამბაქოს კონტროლის კანონში“ ისტორიული ცვლილებების განხორციელებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამ ცვლილებებით საზოგადოებრივი შენობებისა და ტრანსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა გათავისუფლდა თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის (სიგარეტი, ელ. სიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი, ჩილიმი და სხვ.) მეორადი კვამლის ტოქსიური და კანცეროგენული ზემოქმედებისაგან. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მწეველთა რაოდენობა ზრდასრულ მოსახლეობაში 3%-ით, ხოლო თავად მწეველთა შორის კი დაახლოებით 10%-ით შემცირდა. ამასთანავე, დაახლოებით 15%-ით შემცირდა მოწეული სიგარეტების რაოდენობა. შედეგად, შემცირდა გულსისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი სისტემის…
Read More