თუ თქვენ ხართ დიაბეტის მქონე ბავშვი ან ამ მშვენიერი ბავშვების მშობელი, გაქვთ შანსი გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა და გახდეთ მაგალითი სხვებისთვის!
კონკურსის მიზანია:
დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება.
რას ვეძებთ?
მოკლე, შთამბეჭდავ და ინფორმაციულ ვიდეოებს, რომლებიც:
• ასახავს დიაბეტთან ცხოვრების გამოცდილებას
• შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც სხვა ბავშვებს ან მშობლებს დაეხმარება
• ხალისიანი და სასარგებლო ფორმატით მიაწვდის მაყურებელს ინფორმაციას
ვიდეოს ძირითადი მოთხოვნები:
• ვიდეოს ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 2-3 წუთი
• შინაარსი: საგანმანათლებლო და მოტივაციური
• ფორმატი: ჰორიზონტალური ვიდეო (მობილური ან კამერის გამოყენებით)
როგორ უნდა გაიგზავნოს ვიდეო?
• ატვირთეთ ვიდეო ფაილი (მაქსიმუმ 100MB) და გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: ncd2017georgia@gmail.com
• ვიდეოსთან ერთად, მოგვწერეთ თქვენი სახელი, ასაკი და მოკლე აღწერა ვიდეოს შინაარსის შესახებ.
ვიდეოების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 17 თებერვალი
გამარჯვებულები:
შერჩეულ ვიდეოებს გამოვაჩენთ ჩვენს პლატფორმაზე, ხოლო საუკეთესო ნამუშევრები დაჯილდოვდება ღირებული პრიზებით!
დამატებით იმ ბავშვებს/მშობლებს, რომლებიც წარადგენენ საუკეთესო ვიდეობს და არ მიუღიათ მონაწილეობა 2024 წლის დიაბეტურ ბანაკში, კონკურსგარეშე ექნებათ გარანტირებული 2025 წლის ბანაკში მონაწილეობა, რომელიც ჩატარდება 24-30 ივნისს!
დაე, თქვენი ხმა გახდეს ინსპირაცია სხვებისთვის!
ველოდებით თქვენს კრეატიულ ვიდეოებს!
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ აქ: ncd2017georgia@gmail.com