საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის (აგდ ალიანსის) მისიას წარმოადგენს პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ერთობლივ ადვოკატირების პროცესს, ისეთ ქმედებებსა და ანგარიშვალდებულებებს, რომლებიც უკავშირდებიან არაგადამდებ დაავადებათა პრევენციასა და კონტროლს საქართველოში. აღნიშნული მისიის მისაღწევად, აგდ ალიანსი, მისი წევრების სოლიდური ექსპერტიზისა და მდიდარი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმატებით ახერხებს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების დამყარებას ჯანდაცვის ხელისუფლებასთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან.
აგდ ალიანსის ხედვას წარმოადგენს ისეთი სამყაროს შენება, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით, რომელიც თავისუფალია არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული, თავიდან აცილებადი ტანჯვის, სტიგმის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და გარდაცვალების შემთხვევებისაგან.