დიაბეტი

საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსმა "დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა" პროექტის ფარგლებში 2 მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა. კერძოდ, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა საქართველოში მცხოვრები დიაბეტის მქონე ბავშვთა და მათი ოჯახების საჭიროებები და ძირითადი გამოწვევები. ხოლო მეორე კვლევის მიზანი იყო, ბავშვებსა და მოზარდებში ტიპი 1 დიაბეტის მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და მათ საფუძველზე სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება საქართველოში ჯანდაცვის პოლიტიკაზე გადაწყვეტილებების მიმღებთათვის.