რატომ ალიანსი?

აგდ ალიანსის წევრობა საშუალებას იძლევა თანამოაზრე ორგანიზაციებს შორის ჩამოყალიბდეს უფრო მჭიდრო კავშირები და გაჩნდეს ერთიანობის, სოლიდარობის განცდა. ალიანსში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და პროფესიულ ასოციაციას/ჯგუფს, რომლის საქმიანობა რაიმე ფორმით უკავშირდება არაგადამდებ დაავადებათა პრევენციასა და კონტროლს საქართველოში.

ალიანსში გაწევრიანება საშუალებას მოგცემთ უფრო გაიზარდოთ და გააძლიეროთ ჩვენი საერთო პოტენციალი, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით ეფექტური ცვლილებების განხორციელებისკენ. თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული ჯგუფების გააქტიურებისა და არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების წარმატებით გადაწყვეტის საქმეში. 

ერთად ჩვენ გაცილებით მეტს მივაღწევთ!