დაავადებათა კონტროლისა დ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის განცხადება

თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, თავიდან აცილებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 7 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1.2 მილიონი პასიური მწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და სიკვდილის ყოველი 8 ძირითადი მიზეზიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან; თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 12%; საქართველოში ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს. თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და დიაბეტის ძირითადი რისკ-ფაქტორია; იგი მნიშვნელოვნად ამწვავებს ასთმის შეტევებს ბავშვებში. ამ დაავადებებს უკავშირდება სიკვდილის…

დაწვრილებით

თამბაქოს ინდუსტრია და ე.წ. „თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია“

 მითი და სინამდვილე პრაქტიკული სახელმძღვანელო გადაწყვეტილების მიმღები და პოლიტიკის შემქმნელი პირებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტზე დამოკიდებულთათვის საქართველომ 2017 წლის 17 მაისს „თამბაქოს კონტროლის კანონში“ ისტორიული ცვლილებების განხორციელებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამ ცვლილებებით საზოგადოებრივი შენობებისა და ტრანსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა გათავისუფლდა თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის (სიგარეტი, ელ. სიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი, ჩილიმი და სხვ.) მეორადი კვამლის ტოქსიური და კანცეროგენული ზემოქმედებისაგან. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მწეველთა რაოდენობა ზრდასრულ მოსახლეობაში 3%-ით, ხოლო თავად მწეველთა შორის კი დაახლოებით 10%-ით შემცირდა. ამასთანავე, დაახლოებით 15%-ით შემცირდა მოწეული სიგარეტების რაოდენობა. შედეგად, შემცირდა გულსისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი სისტემის…

დაწვრილებით

როგორ სრულდება თამბაქოს შესახებ კანონი – მონიტორინგის შედეგები

20 ივნისი, 2022 ამკრძალავი სტიკერების გამოუყენებლობა, კაფის დახურულ სივრცეში სიგარეტის ან ჩილიმის მოწევის ფაქტები – ასეთია მონიტორინგის შედეგები, რომელიც თამბაქოს კონტროლის ალიანსმა ჩაატარა. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს მოხმარების კანონის გაძლიერების მიზნით, ყოველთვიური მონიტორინგს ატარებს. მაისის შედეგები მიხედვით, თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულება შეფასდა სხვადასხვა ტიპის 600 (192 თბილისში, 408 – რეგიონებში) დაწესებულებაში (გეგმიური 410), სადაც მოწევა კანონით აკრძალულია. მონიტორინგი ჩატარდა სამედიცინო, საჯარო, სახელმწიფო, საგანამანათლებლო, სამასპინძლო და საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებულებებში. სამწუხაროდ, დაწესებულებების ნაწილი კვლავაც არ ცნობს მოწევის ამკრძალავი  სტიკერების შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში განთავსების აუცილებლობას. მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები…

დაწვრილებით