გამგეობა

simon gabrichidze

 სიმონ გაბრიჭიძე – გამგეობის თავმჯდომარე

 

 

სიმონი არის პროფესიით ექიმი. ის ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს ჯანდაცვის მენეჯმენტსა და განვითარების სწავლებებში ჰაიდელბერგის (გერმანია) და ერაზმუსის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტებიდან. სიმონი არის თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური ფაკულტეტის წევრი. ის წლების განმავლობაში იყო ‘ველფეარ ფაუნდეიშენის’ აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს აივ/შიდსის ერთიანი პროგრამის (UNAIDS) ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის კოორდინატორი კავკასიასა და თურქეთში, ჯანდაცვის პროგრამების კოორდინატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. სიმონს საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტების მართვის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება გააჩნია. ის ფლობს აკადემიურ ცოდნასა და ექსპერტიზას ჯანდაცვის სექტორის მართვასა და ეკონომიკაში, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების დაფინანსებაში, ჯანდაცვის სექტორის რეფორმებში, არაგადამდები დაავადებების პრევენციასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში.

ramaz khurashvili

 რამაზ ყურაშვილი – საპატიო თავმჯდომარე

 

რამაზი არის ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე. მას გააჩნია მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი ენდოკრინოლოგიაში, არის დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ფუძემდებელი, საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირისა და საქართველოს სამედიცინო აკადემიური განათლების ლიგის ხელმძღვანელი, საქართველოს დიაბეტის გართულებების პრევენციის ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. ბატონი ყურაშვილი არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიაში. ის საქართველოს წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა, დიაბეტური ტერფის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი (IWGDF), D- Foot International და დიაბეტური რეტინოპათიის სამუშაო ჯგუფი. მას მიღებული აქვს ღირსების ორდენი (საქართველო, 2002), იტალიის ექიმთა ასოციაციის საპატიო ჯილდო, მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს ‘მშვიდობის ელჩის’ ტიტული და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის საპატიო ჯილდო დიაბეტის მკურნალობის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებებისათვის.

giorgi bakhuridze

 გიორგი ბახტურიძე – გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე

 

გიორგი პროფესიით ექიმი და იურისტია. ის ფლობს მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს ჯანდაცვის პოლიტიკისა და ხელშეწყობის მიმართულებით (ბერგენის უნივერსიტეტი, ნორვეგია). იგი თამბაქოს კონტროლისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის აქტივობებშია ჩართული 1998 წლიდან, როდესაც მუშაობა დაიწყო თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნულ ცენტრში. გიორგის აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხების ადვოკატირებაში, კანონშემოქმედებით მუშაობაში, ლობირებაში და ჩართულია შესაბამის კვლევებში. ის არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანმრთელობითი ქცევისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით. 2005 წელს ბატონმა ბახტურიძემ დააარსა საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი. 2016 წლიდან ეს ორგანიზაცია ხდება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ალიანსის კოორდინატორი საქართველოში, ხოლო გიორგი არჩეულ იქნა ალიანსის თავმჯდომარედ, რომელიც ითვლის 20-ზე მეტ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის ადვოკატირების მიმართულებით. ფონდი ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების საერთაშორისო კავშირის წევრია 2006 წლიდან. 2008 წელს გ. ბახტურიძე აღიარებულია პოლონეთის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფონდის მიერ და დაჯილდოვებულია ოქროს საპატიო პრემიით საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარების ხელშეწყობისთვის.

giorgi maghradze

 გიორგი მაღრაძე – გამგეობის წევრი

 

გიორგი არის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. ის 2000 წლიდან აქტიურად არის ჩართული თამბაქოს კონტროლისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებებში. ის საქმიანობდა თამბაქოს კონტროლის ალიანსში, საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდში და ა.შ. მას დიდი გამოცდილება გააჩნია ისეთი პროგრამების მართვის მიმართულებით, რომლებიც ეხებიან თამბაქოს კონტროლს, ფიზიკური აქტივობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ა.შ.

marina sakhvade.

 მარინა სახვაძე – გამგეობის წევრი

 

მარინა არის ექთან-ტრენერი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მთავარი ექთანი. ის არის საქართველოს ექთნების და თანაშემწეების პროფესიული განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე. მარინას საქმიანობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა სამთავრობო (მაგ. ჯანდაცვის სამინისტრო), აკადემიურ და კერძო ორგანიზაციებში. ის, როგორც სამუშაო ჯგუფის წევრი, აქტიურად იყო ჩართული საქართველოში საექთნო საქმის რეფორმისა და რეორგანიზაციის პროცესში.